"ხვიჩა ფინალში დუბლს შეასრულებს - მან ოქროს ბურთი უნდა მიიღოს" - ჯიმი ტაბიძე "ხვიჩა ფინალში დუბლს შეასრულებს - მან ოქროს ბურთი უნდა მიიღოს" - ჯიმი ტაბიძე » Footballnews "ხვიჩა ფინალში დუბლს შეასრულებს - მან ოქროს ბურთი უნდა მიიღოს" - ჯიმი ტაბიძე
გათიშვა

"ხვიჩა ფინალში დუბლს შეასრულებს - მან ოქროს ბურთი უნდა მიიღოს" - ჯიმი ტაბიძე

"ხვიჩა ფინალში დუბლს შეასრულებს - მან ოქროს ბურთი უნდა მიიღოს" - ჯიმი ტაბიძე
3 კვირის და 2 დღის წინ
ალექსანდრე გავაშელი

საქართველოს ნაკრებისა და მაჰაჩყალის „დინამოს“ მცველმა ჯიმი ტაბიძემ matchtv-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ პსჟ-ს გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ „ოქროს ბურთი“ უნდა მოიგოს.

- ამჟამად ხვიჩა ევროპის ერთ-ერთი საუკეთსო ფეხბურთელია, მალე მნიშვნელოვანი თამაში აქვს - ჩემპიონთა ლიგის ფინალი. წარმატებას ვუსურვებ.

- „ოქროს ბურთი“ დაიმსახურა? 

- დიახ, წელს „ოქროს ბურთი“ 100%-ით უნდა მიიღოს. ფინალში დუბლს შეასრულებს და ამასთან დაკავშირებით არავის არავითარი კითხვები არ ექნება.

- ხვიჩა ფენომენია?

- რა თქმა უნდა! არარეალური ფეხბურთელია, სხვა პლანეტაზე თამაშობს!

FACEBOOK კომენტარები