Luzu TV-ის ეთერში გაჟღერებული ცრუ ინფორმაციის გამო, არგენტინელი ჟურნალისტი ფლორენსია პენია სამსახურიდან გაათავისუფლეს. მან პირდაპირ ეთერში, ცრემლებით გამოაცხადა, თითქოს ლიონელ მესის მამა, ხორხე მესი დაიღუპა, რაც რეალობას არ შეესაბამებოდა.
მოგვიანებით, გათავისუფლებულმა ჟურნალისტმა მომხდარის გამო საჯაროდ მოიხადა ბოდიში:
„გულწრფელად ვიხდი ბოდიშს. არასდროს მქონია განზრახული, ვინმესთვის ტკივილი მიმეყენებინა. სენსაციების გავრცელება ჩემი სტილი არ არის და არც არასდროს ვყოფილვარ მსგავსი რაღაცებით დაკავებული. უბრალოდ, დავიჯერე, რომ ინფორმაცია რეალური იყო და მეგონა, ეს ამბავი უკვე ყველამ იცოდა. ლეოს დედას, სელიას პირადად მივწერე, რათა ჩემი წუხილი გამომეხატა. რადგან დროის უკან დაბრუნება შეუძლებელია, ბოდიშს საჯაროდ გიხდით.“
მომხდარ ფაქტს არგენტინის პრეზიდენტი, ხავიერ მილეიც გამოეხმაურა. მისი შეფასებით, თანამედროვე მედია უკიდურესად დაეცა, ტელეკომპანიის გადაწყვეტილებას მსგავსი საქციელის ჩამდენი ადამიანის გათავისუფლების შესახებ კი სრულიად მართებული უწოდა.
ცნობისთვის, 68 წლის ხორხე მესის ნამდვილად აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები. სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება ის, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში, ალჟირის ნაკრების კარში გატანილი გოლის შემდეგ, ლიონელ მესიმ ემოციები ვერ შეიკავა და ატირდა.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ