The Guardian-ის ინფორმაციით, ირანისა და ეგვიპტის ფეხბურთის ფედერაციებმა FIFA-ს მიმართეს მოთხოვნით, რომ 27 ივნისს სიეტლში დაგეგმილ მათ ურთიერთშეხვედრაზე ტრიბუნებიდან ლგბტქ+ სიმბოლიკა სრულად აიკრძალოს, თუმცა მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოსგან უარი მიიღეს. საქმე ისაა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ეს დასკვნითი მატჩი ზუსტად ემთხვევა სიეტლში დაგეგმილ ტრადიციულ ლგბტქ+ პრაიდს, რომელიც, ორგანიზატორთა მონაცემებით, ყოველწლიურად 200 000-მდე ადამიანს იზიდავს.
შექმნილი ვითარება მკაცრად გააკრიტიკა ირანის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, მეჰდი ტაჯმა. ცნობისთვის, ირანის კანონმდებლობით, ერთსქესიანი ურთიერთობები შესაძლოა სიკვდილით დაისაჯოს. მსგავსი პოზიცია დააფიქსირა ეგვიპტის ასოციაციამაც, რომელმაც ფიფას მატჩის მიმდინარეობისას თემის მხარდამჭერი ნებისმიერი აქტივობის სრული დაბლოკვა კატეგორიულად მოსთხოვა. Human Rights Watch-ის ინფორმაციით, აღნიშნული თემის წარმომადგენლები ეგვიპტეშიც სისტემატიურ დევნას განიცდიან.
მართალია, სიეტლის პრაიდი ქალაქის მერიის მიერაა ორგანიზებული და მას ფიფასთან პირდაპირი კავშირი არ აქვს, თუმცა უწყების წარმომადგენელმა Telegraph Sport-თან საუბარში ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფანებს სტადიონზე ცისარტყელას დროშების შეტანაში ხელს არავინ შეუშლის. მისი განცხადებით, 2026 წლის მუნდიალი სრულიად ინკლუზიური ღონისძიებაა და მატჩებზე ნებისმიერი სექსუალური თუ გენდერული იდენტობის გულშემატკივარი სასურველი სტუმარია. შესაბამისად, სტადიონის ქცევის წესები იძლევა უფლებას, ადამიანის უფლებების მხარდამჭერი და იდენტობის გამომხატველი დროშები, წესების დაცვით, ტრიბუნებზე თავისუფლად გამოფინონ.
რაც შეეხება უშუალოდ საფეხბურთო მდგომარეობას, G ჯგუფს 4 ქულით ეგვიპტე უდგას სათავეში, ირანი და ბელგია 2-2 ქულით მეორე-მესამე ადგილებს ინაწილებენ, ხოლო ცხრილის ფსკერზე 1 ქულით ახალი ზელანდია იმყოფება.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ