თუ ის ოქროს ბურთს ვერ მოიგებს, ფეხბურთში ყველაფერი რიგზე არაა - ვილი სანიოლი თუ ის ოქროს ბურთს ვერ მოიგებს, ფეხბურთში ყველაფერი რიგზე არაა - ვილი სანიოლი » Footballnews თუ ის ოქროს ბურთს ვერ მოიგებს, ფეხბურთში ყველაფერი რიგზე არაა - ვილი სანიოლი
გათიშვა

თუ ის ოქროს ბურთს ვერ მოიგებს, ფეხბურთში ყველაფერი რიგზე არაა - ვილი სანიოლი

თუ ის ოქროს ბურთს ვერ მოიგებს, ფეხბურთში ყველაფერი რიგზე არაა - ვილი სანიოლი
19 საათის და 16 წუთის წინ
ალექსანდრე გავაშელი

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვილი სანიოლი მაიკლ ოლისეს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთ გამორჩეულ მოთამაშედ მიიჩნევს. Sport Bild-თან საუბრისას, ფრანგმა სპეციალისტმა ოლისე განსაკუთრებულად შეაქო, დაცვაში კი დაიო უპამეკანო გამოარჩია. 

ამასთან, სანიოლი ოლისეს „ოქროს ბურთის“ მომავალ მფლობელად ხედავს და მას ზიდანს ადარებს. რას ამბობს სანიოლი: „მასზე ბევრი საუბარი ნამდვილად არ არის საჭირო, უბრალოდ, უნდა დატკბეთ მოედანზე მისი ყოველი მოქმედებით. ოლისე მსოფლიოში საუკეთესოა და ყველა სხვა მოთამაშეზე ბევრად წინ დგას. თუ წლის ბოლოს ის „ოქროს ბურთს“ არ მოიგებს, ესე იგი ფეხბურთში რაღაც რიგზე ვერ არის. და იცით, რა მომწონს მასში განსაკუთრებით? პირდაპირ რომ ვთქვათ, ოლისეს საერთოდ არ ადარდებს, გაიტანს გოლს, საგოლე გადაცემას შეასრულებს თუ არა. ეტყობა, რომ საკუთარ თავზე არ ფიქრობს და ყოველთვის იმას უყურებს, თუ როგორ დაეხმარება გუნდს. ჩემი ყოფილი თანაგუნდელი ეროვნულ ნაკრებში, ზინედინ ზიდანი, ზუსტად ასეთი იყო. ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ, რომლებიც ბოლო 15 წლის განმავლობაში მსოფლიო ფეხბურთში დომინირებდნენ, ცოტა უფრო მეტად საკუთარი თავისა და სტატისტიკისთვის თამაშობენ.“

 „რონალდუსა და მესის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, ისინი დიდებულები არიან. მაგრამ ოლისე წმინდა წყლის გუნდური მოთამაშეა და არა ინდივიდუალისტი. როგორც იქნა, ჩვენს ბავშვებს ფანტასტიკური მისაბაძი მაგალითი ჰყავთ. საფრანგეთში ყველა გულშემატკივარი, იქნება ის ხუთი თუ ასი წლის, სრულად უჭერს მხარს ოლისეს. ჩვენ, ყოფილ პროფესიონალებსაც შეგვიძლია მასთან ჩვენი თავის ასი პროცენტით იდენტიფიცირება. ის აშკარად ჩვენი ნომერ პირველია.“ ცნობისთვის, მაიკლ ოლისეს მიმდინარე მუნდიალზე 5 საგოლე გადაცემა აქვს შესრულებული, რაც ტურნირზე ამ დროისთვის საუკეთესო მაჩვენებელია, თუმცა მრავალი მცდელობის მიუხედავად, გოლი ჯერ კიდევ ვერ გაიტანა.

საფრანგეთის ნაკრებმა რამდენიმე საათის წინ შვედეთი 3:0 დაამარცხა და 1/8 ფინალში გავიდა, სადაც 5 ივლისს, საქართველოს დროით 01:00 საათზე პარაგვაის დაუპირისპირდება.

FACEBOOK კომენტარები