საოცარი ადამიანი - ცნობილია, რა უთხრა მესიმ ვოზინიას მატჩის შემდეგ საოცარი ადამიანი - ცნობილია, რა უთხრა მესიმ ვოზინიას მატჩის შემდეგ » Footballnews საოცარი ადამიანი - ცნობილია, რა უთხრა მესიმ ვოზინიას მატჩის შემდეგ
გათიშვა

საოცარი ადამიანი - ცნობილია, რა უთხრა მესიმ ვოზინიას მატჩის შემდეგ

საოცარი ადამიანი - ცნობილია, რა უთხრა მესიმ ვოზინიას მატჩის შემდეგ
1 საათის და 59 წუთის წინ
ალექსანდრე გავაშელი

მსოფლიო ჩემპიონატის 1/16 ფინალურ ეტაპზე არგენტინასთან დრამატულ ბრძოლაში წაგებული მატჩის შედეგ კაბო ვერდეს მეკარემ, ვოზინიამ თქვა, რა უთხრა მესიმ მსაჯის საფინალო სასტვენისას.

„მივუახლოვდი და სანამ რამეს ვეტყოდი, მაშინვე გადამეხვია და მითხრა: 'ყოჩაღ, მართლაც შესანიშნავი მეკარე ხარ. შენი ხალხი შენით ნამდვილად უნდა ამაყობდეს'. ლეოსნაირი ადამიანისგან ამ სიტყვების მოსმენა ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს“.

„მადლობა გადავუხადე და ვუპასუხე: 'მადლობა, ლეო, შენ საუკეთესო ხარ'. შემდეგ სათამაშო მაისური ვთხოვე, მან კი გაიღიმა და მითხრა: 'რა თქმა უნდა, გასახდელისკენ მიმავალ დერეფანში მოგცემ'. ეს ისეთი მომენტია, რომელიც მთელი ცხოვრება მემახსოვრება“.

FACEBOOK კომენტარები