"ჩემ­თვის ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი იყო ჯორ­ჯი­ნა­სა და კრიშ­ტი­ა­ნუს შე­მოს­ვა" - დემნა გვასალია ქორწილზე "ჩემ­თვის ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი იყო ჯორ­ჯი­ნა­სა და კრიშ­ტი­ა­ნუს შე­მოს­ვა" - დემნა გვასალია ქორწილზე » Footballnews "ჩემ­თვის ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი იყო ჯორ­ჯი­ნა­სა და კრიშ­ტი­ა­ნუს შე­მოს­ვა" - დემნა გვასალია ქორწილზე
გათიშვა

"ჩემ­თვის ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი იყო ჯორ­ჯი­ნა­სა და კრიშ­ტი­ა­ნუს შე­მოს­ვა" - დემნა გვასალია ქორწილზე

"ჩემ­თვის ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი იყო ჯორ­ჯი­ნა­სა და კრიშ­ტი­ა­ნუს შე­მოს­ვა" - დემნა გვასალია ქორწილზე
16 საათის და 28 წუთის წინ
გიორგი სოხაძე

ჟურ­ნა­ლი Vogue კრიშ­ტი­ა­ნუ რო­ნალ­დუ­სა და ჯორ­ჯი­ნა როდ­რი­გე­სის ქორ­წი­ლის ფო­ტო­ებს და წყვი­ლის ინ­ტერ­ვი­უს აქ­ვეყ­ნებს.

წყვილ­მა 11 აგ­ვის­ტოს, მათი შეხ­ვედ­რის დღი­დან ზუს­ტად 10 წლის თავ­ზე, პორ­ტუ­გა­ლი­ა­ში, ვიწ­რო წრე­ში იქორ­წი­ნა. ქორ­წილს მხო­ლოდ კრიშ­ტი­ა­ნუ­სა და ჯორ­ჯი­ნას შვი­ლე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ.

"გა­დავ­წყვი­ტეთ, ეს ჩვე­ნი სახ­ლის მი­სა­ღებ ოთახ­ში გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა, სა­დაც სა­უზ­მეს, სა­დილ­სა და ვახ­შამს მი­ვირ­თმევთ. სა­დაც ჩვე­ნი ყო­ველ­დღი­უ­რი ცხოვ­რე­ბა მი­ე­დი­ნე­ბა. მინ­და, 30 წლის შემ­დეგ ბავ­შვებს გა­ახ­სენ­დეთ, რომ ამ მა­გი­დას­თან რა­ღაც მშვე­ნი­ე­რი მოხ­და - მათი მშობ­ლე­ბის სა­ქორ­წი­ნო აღ­თქმა და­ი­დო" - ამ­ბობს ჯორ­ჯი­ნა.

რო­გორც GUCCI-ს კრე­ა­ტი­უ­ლი დი­რექ­ტო­რი დემ­ნა გვა­სა­ლია ამ­ბობს, ჯორ­ჯი­ნა­სა და კრიშ­ტი­ა­ნუს შე­მოს­ვა მის­თვის ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი იყო.

"ჩემ­თვის ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი იყო ამ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მო­მენ­ტის­თვის ჯორ­ჯი­ნა­სა და კრიშ­ტი­ა­ნუს შე­მოს­ვა, რად­გან ვიცი, რომ მათი სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რია მად­რი­დის GUCCI-ის მა­ღა­ზი­ა­ში და­ი­წყო. ამა­ში რა­ღაც ძა­ლი­ან რო­მან­ტი­კუ­ლია - ლა­მა­ზი წრე იკვრე­ბა, ეს თით­ქმის თა­ნა­მედ­რო­ვე ზღა­პარს ჰგავს" - ამ­ბობს Vogue-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში ქარ­თვე­ლი დი­ზა­ი­ნე­რი.


FACEBOOK კომენტარები