ვის შეხვდება მესის არგენტინა პლეი ოფის პირველ ეტაზე ვის შეხვდება მესის არგენტინა პლეი ოფის პირველ ეტაზე » Footballnews ვის შეხვდება მესის არგენტინა პლეი ოფის პირველ ეტაზე
გათიშვა

ვის შეხვდება მესის არგენტინა პლეი ოფის პირველ ეტაზე

ვის შეხვდება მესის არგენტინა პლეი ოფის პირველ ეტაზე
2 საათის და 40 წუთის წინ
ნიკა მშვილდაძე

როგორც მოგეხსენებათ, არგენტინის ეროვნული ნაკრები მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატს არაჩვეულებრივად იწყებს.

ორი ტურის შემდეგ ლეო მესის სასწაული პერფორმანსით "ალბისელესტემ" ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდა.

ამ მომენტში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი თავისი მეტოქის გარკვევის მოლოდინშია, რომელიც დაზუსტებით ვიცით, რომ H ჯგუფიდან იქნება.

კერძოდ, ცნობილია, რომ არგენტინა ტურნირის 1/16 ფინალში H ჯგუფის მეორე ადგილოსანს შეხვდება, სადაც ესპანეთი, კაბო-ვერდე, ურუგვაი და საუდის არაბეთი ასპარეზობენ.

საგულისხმოა ისიც, რომ მესამე ტურის წინ ამ ჯგუფში მეორე ადგილზე გასვლის შანსი პოტენციურად ოთხივე გუნდს აქვს.

ასე რომ, თუ ვინ იქნება ამ ოთხიდან მოქმედი ჩემპიონების პირველი ოპონენტი 1/16 ფინალში, ამას მესამე ტურის შემდეგ გავიგებთ.

FACEBOOK კომენტარები