მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი დასრულდა და პლეი-ოფის ყველა მონაწილე გაირკვა. გადამწყვეტი ეტაპის დაწყებამდე ავტორიტეტულმა სტატისტიკურმა პლატფორმამ, Opta-მ, საკუთარი სუპერკომპიუტერის მიერ ჩატარებული სიმულაციების შედეგები გამოაქვეყნა და მუნდიალის ფავორიტები დაასახელა.
Opta-ს მიხედვით, ჩემპიონობის ყველაზე მაღალი შანსი საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებს აქვს — 18.7%. მეორე ადგილზე მსოფლიოს მოქმედი გამარჯვებული, არგენტინა იმყოფება — 16.3%, მესამეზე კი ევროპის მოქმედი ჩემპიონი, ესპანეთია — 13.5%.
საფრანგეთი, არგენტინა და ესპანეთი ის ნაკრებები არიან, რომლებსაც ჩემპიონობის 10 პროცენტზე მაღალი შანსი აქვთ. მეოთხე ადგილზე მყოფი ინგლისის ტრიუმფის ალბათობა 9.7 პროცენტით ფასდება, ხოლო ბრაზილიის შანსი 6.5 პროცენტია.
რონალდ კუმანის ნიდერლანდების ნაკრები მეექვსე პოზიციას იკავებს — 5.1%, კრიშტიანუ რონალდუ და პორტუგალია კი მეშვიდეზე არიან — 4.7%. „სელესაოს“ შემდეგ გერმანია (4.4%), კოლომბია (3.2%) და ნორვეგია (3%) მოდიან.
საინტერესოა, რომ ბელგიის ნაკრები მე-15 პოზიციაზე იმყოფება და Opta-ს მიხედვით, ტურნირის მოგების 1.6-პროცენტიანი შანსი აქვს. „წითელი ეშმაკები“, ზემოთ ხსენებული გუნდების გარდა, აშშ-ს (2.5%), შვეიცარიას (2.2%), მექსიკასა (1.8%) და მაროკოს (1.6%) ჩამორჩებიან.
ცნობისთვის, მსოფლიო ჩემპიონატზე დარჩენილი ნაკრებებიდან მხოლოდ სამია ისეთი, რომლებსაც, Opta-ს სუპერკომპიუტერის მიხედვით, ტრიუმფის შანსი არ აქვთ — სამხრეთ აფრიკა, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა და კაბო-ვერდე.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ