"პსჟ" ზაფხულისთვის სუპერ ტრანსფერს ამზადებს - ახალი ცნობები "პსჟ" ზაფხულისთვის სუპერ ტრანსფერს ამზადებს - ახალი ცნობები » Footballnews "პსჟ" ზაფხულისთვის სუპერ ტრანსფერს ამზადებს - ახალი ცნობები
გათიშვა

"პსჟ" ზაფხულისთვის სუპერ ტრანსფერს ამზადებს - ახალი ცნობები

"პსჟ" ზაფხულისთვის სუპერ ტრანსფერს ამზადებს - ახალი ცნობები
3 კვირის და 2 დღის წინ
ნიკა მშვილდაძე

ფრანგულ მედიაში გავრცელებული უახლესი ინფორმაციით, პარის სენ-ჟერმენმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ხულიან ალვარესის დამატება ერთ-ერთ მთავარ მიზნად დაისახა.

წყაროს ცნობით, პარიზული გრანდი უკვე კონტაქტშია მადრიდის "ატლეტიკოსთან" და მხარეებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

არგენტინელი თავდამსხმელი ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მრავალმხრივ შემტევად ითვლება და პსჟ-ში მიაჩნიათ, რომ მისი პროფილი იდეალურად მოერგება ლუის ენრიკეს სათამაშო სისტემას.

ტრანსფერი მარტივი არ იქნება, რადგან ატლეტიკო ალვარესს გუნდის მნიშვნელოვან ფიგურად განიხილავს, თუმცა პარიზელები შეტევის კიდევ უფრო გაძლიერებას სერიოზულად გეგმავენ.


FACEBOOK კომენტარები