გიგანტების შემოსევა - დასახელდა 6 კლუბი, რომელიც დავითაშვილისთვის იბრძვის გიგანტების შემოსევა - დასახელდა 6 კლუბი, რომელიც დავითაშვილისთვის იბრძვის » Footballnews გიგანტების შემოსევა - დასახელდა 6 კლუბი, რომელიც დავითაშვილისთვის იბრძვის
გათიშვა

გიგანტების შემოსევა - დასახელდა 6 კლუბი, რომელიც დავითაშვილისთვის იბრძვის

გიგანტების შემოსევა - დასახელდა 6 კლუბი, რომელიც დავითაშვილისთვის იბრძვის
4 კვირის და 1 დღის წინ
გიორგი სოხაძე

როგორც მოგეხსენებათ, სენტ-ეტიენის ქართველი შემტევი, ზურიკო დავითაშვილი ლიგა 2-ის სეზონის საუკეთსო ფეხბურთელად დასახელდა.

ზურიკო სეზონში 14 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი მიითვალა.

დავითაშვილი ამჟამად სენტ-ეტიენთან ერთად ლიგა 1-ში ასასვლელი პლეი-ოფის ფინალშია, სადაც მათი მეტოქე ნიცა იქნება.

თუ კლუბი ვერ დაწინაურდა, ქართველის შენარჩუნება წარმოუდგენლი იქნება.

ფრანგულ მედიაში დასახელდა 6 გუნდი, რომელსაც დავითაშვილის შეძენა სურს: ლილი, მონაკო, ევერტონი, ბენფიკა, ოლიმპიაკოსი და ბეშიქთაში.

ამის ფონზე, ზურიკოს შენარჩუნება ლიგა 1-ში ასვლის შემთხვევაშიც რთული იქნება.

აქვე მოგახსენებთ, რომ პლეი-ოფის საფინალო მატჩები სენტ-ეტიენსა და ნიცას შორის 26 და 29 მაისს გაიმართება.

FACEBOOK კომენტარები