გადაწყდა! - სად გააგრძელებს კარიერას გიორგი ქოჩორაშვილი გადაწყდა! - სად გააგრძელებს კარიერას გიორგი ქოჩორაშვილი » Footballnews გადაწყდა! - სად გააგრძელებს კარიერას გიორგი ქოჩორაშვილი
გათიშვა

გადაწყდა! - სად გააგრძელებს კარიერას გიორგი ქოჩორაშვილი

გადაწყდა! - სად გააგრძელებს კარიერას გიორგი ქოჩორაშვილი
4 კვირის წინ
გიორგი სოხაძე

პორტუგალიურ მედიაში ლისაბონის სპორტინგის ქართველი ნახევარმცველის, გიორგი ქოჩორაშვილის შესახებ წერს:

“სპორტინგმა უკვე გადაწყვიტა. “ლომებს” გიორგი ქოჩორაშვილის გასხვისება სურთ და ეძებენ იჯარის ვარიანტს გამოსყიდვის უფლებით.

გიორგი ქოჩორაშვილმა “მწვანე-თეთრების” შემადგენლობაში დამკვიდრება ვერ შეძლო. სპორტინგიც უკვე ჩამოყალიბდა იმასთან დაკავშირებით, თუ რა სურს ქართველი ფეხბურთელისგან სამომავლოდ. 

გაზეთ A Bola-ს ცნობით, “ლომები” ნახევარმცველს ტრანსფერზე დააყენებენ, მათთვის იდეალური ვარიანტი კი იჯარა-გამოსყიდვის უფლებით იქნება, რაც დახარჯული თანხის - 5.5 მილიონი ევროს ამოღების საშუალებას მისცემს”, - წერს პორტუგალიური საიტი.

FACEBOOK კომენტარები