"არტეტას უღირსი განცხადება ფინალამდე?" - კვარას პასუხი "არტეტას უღირსი განცხადება ფინალამდე?" - კვარას პასუხი » Footballnews "არტეტას უღირსი განცხადება ფინალამდე?" - კვარას პასუხი
გათიშვა

"არტეტას უღირსი განცხადება ფინალამდე?" - კვარას პასუხი

"არტეტას უღირსი განცხადება ფინალამდე?" - კვარას პასუხი
3 კვირის და 2 დღის წინ
გიორგი სოხაძე

ლონდონის არსენალი მთავარმა მწვრთნელმა, მიკელ არტეტამ პრემიერ ლიგის ტიტულის ჩაბარების შემდეგ მომავალ ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ისაუბრა.

მან წინასწარ განაცხადა, რომ ისინი ჩემპიონები გახდებოდნენ:

"შაბათს ჩვენ ევროპის ჩემპიონები გავხდებით!", - თქვა ესპანელმა სპეციალისტმა.

მოგეხსენებათ, მათი მეტოქე მოქმედე ჩემპიონი პარი სენ-ჟერმენია, რომელიც ფინალში მაინც ფავორიტად ითვლება.

არტეტის ამ განცხადების შესახებ პარიზელთა ერთ-ერთ ლიდერს, ხვიჩა კვარაცხელიას ჰკითხეს:

"არტეტას განცხადება? ის აკეთებს იმას, რაც ყველა მწვრთნელმა უნდა გააკეთოს ფინალის წინ. ეს ნორმალურია, თქვენ არ იცით, რას გვეუბნება ჩვენ ლუის ენრიკე. არსენალი შესანიშნავი გუნდია, ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ.“

ჟურნალისტი: "გაწუხებთ ის ფაქტი, რომ ისინი ახლახან გახდნენ ინგლისის ჩემპიონები?“

"არა, რა თქმა უნდა, არა. ლივერპულიც ინგლისის ჩემპიონი იყო, როდესაც მათ დავუპირისპირდით, ამაზე მეტს არაფერს ვიტყვი...“

FACEBOOK კომენტარები