"თავში აუვარდა და რუსულად აღარ ლაპარაკობს" - როგორ ეხმაურებიან რუსები კვარას ქმედებას "თავში აუვარდა და რუსულად აღარ ლაპარაკობს" - როგორ ეხმაურებიან რუსები კვარას ქმედებას » Footballnews "თავში აუვარდა და რუსულად აღარ ლაპარაკობს" - როგორ ეხმაურებიან რუსები კვარას ქმედებას
გათიშვა

"თავში აუვარდა და რუსულად აღარ ლაპარაკობს" - როგორ ეხმაურებიან რუსები კვარას ქმედებას

"თავში აუვარდა და რუსულად აღარ ლაპარაკობს" - როგორ ეხმაურებიან რუსები კვარას ქმედებას
2 კვირის და 3 დღის წინ
გიორგი სოხაძე

პსჟ-სა და არსენალს შორის ჩემპიონთა ლიგის ფინალის დასრულების შემდგ რუსმა ჟურნალისტმა ხვიჩა კვარაცხელიას კომენტარი სთხოვა.

მან ქართველს ჰკითხა, შეეძლო თუ არა ინტერვიუს რუსულად ჩაწერა, რაზეც უარი მიიღო:

რუსი ჟურნალისტი: "შეგიძლიათ რუსულად მიპასუხოთ, რომ ჩაგწეროთ?"

ხვიჩა კვარაცხელია: "ბოდიში, არ შემიძლია."

კვარას ამ ქმედებას დაბოღმილი რუსები სოციალურ ქსელში ეხმაურებიან:

"აი ასეა, ვარსკვლავად აქცევ და ყველაფერი ავიწყდებათ"

"თავში აუვარდა და რუსულად აღარ ლაპარაკობს"

"რუსეთი აღარასდროს ახსენო, ხვიჩა!"

"ის ჩვენს ლიგაში წესივრად ვერც თამაშობდა, ცოტა გოლი აქვს"

FACEBOOK კომენტარები