გაირკვა, თუ რატომ დატოვა ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლი" სინამდვილეში გაირკვა, თუ რატომ დატოვა ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლი" სინამდვილეში » Footballnews გაირკვა, თუ რატომ დატოვა ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლი" სინამდვილეში
გათიშვა

გაირკვა, თუ რატომ დატოვა ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლი" სინამდვილეში

გაირკვა, თუ რატომ დატოვა ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლი" სინამდვილეში
11 თვის წინ
ნიკა მშვილდაძე

"ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა მანჩესტერ სიტისთან მატჩის წინ Sky Sport-თან ისაუბრა, სადაც კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიაზეც გააკეთა.

მისი თქმით, იანვარში ის აუცილებლად უნდა გაეყიდათ, რადგან არსებობდა რისკი, რომ ფეხბურთელსა და აგენტს გამოეყენებინათ ფიფას მე-17 მუხლი, რის საფუძველზეც კვარაცხელია ნაპოლის დატოვებას უფასოდ შეძლებდა.

"შესაძლოა კონტე ღელავდა, რომ კვარა გავყიდე, მაგრამ მე არ შემეძლო მე-17 მუხლი რისკის ქვეშ დამეყენებინა. 

"არ შემეძლო ფეხბურთელისა და მისი აგენტისთვის ეს სიამოვნება მიმენიჭებინა. ამიტომ, იანვარში აუცილებლად უნდა გაგვეყიდა. 

"საბოლოოდ, სან ჯენარომ თავისი გააკეთა: კონტესა და ამ ბიჭებთან ერთად ჩემპიონები გავხდით", - თქვა დე ლაურენტისმა.



FACEBOOK კომენტარები