გიორგი გოჩოლეიშვილი "ლაიფციგთან" მატჩს გამოტოვებს გიორგი გოჩოლეიშვილი "ლაიფციგთან" მატჩს გამოტოვებს » Footballnews გიორგი გოჩოლეიშვილი "ლაიფციგთან" მატჩს გამოტოვებს
გათიშვა

გიორგი გოჩოლეიშვილი "ლაიფციგთან" მატჩს გამოტოვებს

გიორგი გოჩოლეიშვილი "ლაიფციგთან" მატჩს გამოტოვებს
10 თვის წინ
ნიკა მშვილდაძე

სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ ქართველი ფეხბურთელები თავიანთ კლუბებში დაბრუნდნენ და მატჩებისთის მზადება განაახლეს.

ჰამბურგის განაპირა მცველი, გიორგი გოჩოლეიშვილი ვარჯიშზე დაზიანდა.

გუნდის მთავარი ექიმი ქართველზე ინფორმაციას ავრცელებს:

"გიორგიმ სცადა, რომ ვარჯიშის დროს გოლის გატანის შეჯიბრში ყველაფერი აბსოლუტურად უმაღლეს დონეზე გაკეთებინა და მან წარმატებას მიაღწია, მაგრამ ძელს შეეჯახა, მოედნიდან გამოიყვანეს და ექიმებმა იზრუნეს, ახლა ის კარგადაა", - წერია განცხადებაში.

ბოლო ინფორმაციით, გიორგი გოჩოლეიშვილი ლაიფციგთან მატჩს გამოტოვებს.

ვარჯიშის დროს მიღებული დაზიანების გამო მას სახეზე 6 ნაკერი დაადეს. 

FACEBOOK კომენტარები