ცნობილი გამოცემა El Nacional წერს, რომ ამ ზაფხულს შესაძლოა, შოკისმომგვრელი გარიგება შედგეს, რის მიხედვითაც "რეალის" შემტევი ვინისიუსი პსჟ-ში, პარიზული გუნდის ქართველი წევრი ხვიჩა კვარაცხელია კი მადრიდულ გრანდში ვიხილოთ.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ეს გარიგება პრაქტიკულად წარმოუდგენლად ჩანს, მაგრამ ამას ხელი შესაძლოა, რიგმა გარემო ფაქტორებმა შეუწყოს.
"კვარაცხელიას ეჭვი შეეპარება გუნდში თავის როლში, თუ პსჟ იან დიომანდესა და მაგნეს აკლიუშის ტრანსფერებს საბოლოოდ დახურავს. ამავდროულად, პარიზელები ვინისიუსთან ჯერ კიდევ არიან დაკავშირებულნი.
გასაკვირი არ არის, რომ უდიდესი ფინანსური რესურსიდან გამომდინარე, ფრანგული კლუბი ქართველის გასხვისებას არ გეგმავს. ისინი ბრედლი ბარკოლას მინიმუმ 116 მილიონ ფუნტს აფასებენ და ამის გათვალისწინებით, ხვიჩას ფასი უფრო მეტი იქნება.
მოსალოდნელია, რომ ჟოზე მოურინიოს დანიშვნის შემდეგ, "რეალი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მნიშვნელოვანი მოთამაშე იქნება. მათ იბუ კონატეს, მარკ კუკურელიასა და ბერნარდო სილვას ტრანსფერები უკვე დახურეს, მაგრამ შესაძლოა, ვიხილოთ შოკისმომგვრელი გაცვლა, რომელიც მთელს ევროპას შეარყევს.
ვინისიუსს შემდეგ წელს "ბლანკოსთან" კონტრაქტი ეწურება, ის კონტრაქტის გახანგრძლივებისთვის 51 მილიონი ფუნტის ოდენობის უზარმაზარ ლოიალობის ბონუსს ითხოვს, რაც მოლაპარაკებებს აფერხებს.
მოურინიომ მადრიდული გუნდის ხელმძღვანელებს შეუთვალა, რომ ბრაზილიელის შემცვლელი მსოფლიო დონის შემტევი დაიმატონ და ერთ-ერთი ვარიანტი მაიკლ ოლისეა, თუმცა ფრანგის გაშვებას არც "ბაიერნი" აპირებს.
Le Parisien წერს, რომ ერთადერთი, რაც პსჟ-ის კვარაცხელიას წასვლას გადააწყვეტინებს, მის ნაცვლად ვინისიუსის მიღებაა. ამ ვარიანტით ორივე კლუბი ტოპ შემტევს მიიღებს. ეს შესაძლოა, ორმხრივად მომგებიანი გარიგება იყოს", - ნათქვამია სტატიაში.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ