რა მოხდა რეალურად - როგორ გააუქმა ტრამპის ადმინსიტრაციამ ამერიკელი ფეხბურთელის წითელი ბარათი რა მოხდა რეალურად - როგორ გააუქმა ტრამპის ადმინსიტრაციამ ამერიკელი ფეხბურთელის წითელი ბარათი » Footballnews რა მოხდა რეალურად - როგორ გააუქმა ტრამპის ადმინსიტრაციამ ამერიკელი ფეხბურთელის წითელი ბარათი
გათიშვა

რა მოხდა რეალურად - როგორ გააუქმა ტრამპის ადმინსიტრაციამ ამერიკელი ფეხბურთელის წითელი ბარათი

რა მოხდა რეალურად - როგორ გააუქმა ტრამპის ადმინსიტრაციამ ამერიკელი ფეხბურთელის წითელი ბარათი
5 საათის და 26 წუთის წინ
ალექსანდრე გავაშელი

აშშ-ის ეროვნული ნაკრებისა და „მონაკოს“ თავდამსხმელი ფოლარინ ბალოგუნი მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში ბელგიის წინააღმდეგ თამაშს შეძლებს. ფეხბურთელს, რომელმაც 1/16-ფინალში ბოსნია და ჰერცეგოვინასთან მოგებულ მატჩში (2:0) ტარიკ მუჰარემოვიჩის წინააღმდეგ უხეშობის გამო წითელი ბარათი მიიღო, ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია ერთწლიანი გამოსაცდელი ვადით შეეცვალა.

როგორც ჟურნალისტი ბენ ჯეიკობსი წერს, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია უშუალოდ დაუკავშირდა ფიფა-ს და მის ხელმძღვანელს, ჯანი ინფანტინოს, რათა ბალოგუნის წითელი ბარათისა და შესაბამისი სასჯელის გადახედვაზე გავლენა მოეხდინა.

„თეთრი სახლი უშუალოდ ფიფა-ს დაუკავშირდა და ჯანი ინფანტინოს ფოლარინ ბალოგუნის წითელი ბარათის გადახედვა სთხოვა.

ფიფა-ს კომენტარისთვის მიმართეს, ორგანიზაციაში კი დამოუკიდებელი კომიტეტის დასკვნებზე მიუთითეს.

ფიფა-ს წყაროები ამტკიცებენ, რომ 27-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილებისა და სადისციპლინო კომისიის დამოუკიდებლობის გამო, თეთრი სახლი მიღებულ გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერ მოახდენდა“, – წერს ბენ ჯეიკობსი.

ფოლარინ ბალოგუნისთვის დისკვალიფიკაციის გაუქმებას ასევე გამოეხმაურა დონალდ ტრამპი: „მადლობა ფიფა-ს სწორი ნაბიჯისთვის და დიდი უსამართლობის გამოსწორებისთვის“.

მერვედფინალური ეტაპის მატჩი აშშ-სა და ბელგიას შორის 7 ივლისს, თბილისის დროით 04:00 საათზე დაიწყება. რაც შეეხება ბალოგუნს, მიმდინარე მუნდიალზე მის ანგარიშზე 3 გოლია და თავისი ქვეყნის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირია.

FACEBOOK კომენტარები