A BOLA-ს ინფორმაციით, პორტუგალიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჟორჟე ჟეზუსი გახდება.
პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა პედრუ პროენსამ რობერტი მარტინესის შემცვლელად 71 წლის სპეციალისტი შეარჩია, რომელიც ბოლო წლებში საუდის არაბეთში, ალ-ჰილალსა (2023-25) და ალ-ნასრიში (2025-26) მუშაობდა, მიმდინარე წლის მაისიდან თავისუფალი იყო და ახლა პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციას შეუთანხმდა.
ჟეზუსს პორტუგალიის ჩემპიონატში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, არაერთ კლუბს, მათ შორის ბრაგას (2008-09), ბენფიკასა (2009-15, 2020-21) და სპორტინგს (2015-18) წვრთნიდა, პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციასთან პირველად იმუშავებს.
შეგახსენებთ, ესპანელმა რობერტო მარტინესმა პორტუგალიის ნაკრები 2022 წლის მუნდიალის დასრულების შემდეგ ჩაიბარა, ერთა ლიგა მოიგო, თუმცა დიდი სანაკრებო ფორუმები, როგორიცაა ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატი, პორტუგალიელებისთვის წარუმატებელი გამოდგა. ევრო 2024-ზე მარტინესის გუნდი მეოთხედფინალში საფრანგეთთან დამარცხდა, 2026 წლის მუნდიალზე ესპანეთის ბარიერი ვერ დაძლია. მარტინესის მწვრთნელობისას გუნდის სტატისტიკა ასეთი იყო: 45 მატჩიდან 32 მოგება, 6 ფრე, 7 მარცხი.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ