"იბერიაზე ასე ლაპარაკი არ შეიძლება" - იეგელონიას მწვრთნელის განცხადება "იბერიაზე ასე ლაპარაკი არ შეიძლება" - იეგელონიას მწვრთნელის განცხადება » Footballnews "იბერიაზე ასე ლაპარაკი არ შეიძლება" - იეგელონიას მწვრთნელის განცხადება
გათიშვა

"იბერიაზე ასე ლაპარაკი არ შეიძლება" - იეგელონიას მწვრთნელის განცხადება

"იბერიაზე ასე ლაპარაკი არ შეიძლება" - იეგელონიას მწვრთნელის განცხადება
19 წუთის წინ
ნიკა მშვილდაძე

როგორც მოგეხსენებათ, 20 აგვისტოს პოლონეთის ქალაქ ბელოსტოკში უეფას ევროპალიგის პლეი ოფის პირველ მატჩში საქართველოს ჩემპიონი იბერია 1999 ადგილობრივ იეგელონიას დაუპირისპირდება.

შეხვედრის წინ პოლონური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, ადრიან სემენეცმა მედიასთან კომენტარი გააკეთა.

"იბერია რეინჯერსზე სუსტია? "უფრო სუსტი" ის სიტყვები არ არის, რომლებიც ამ კონკრეტულ მაგალითს შეეფერება. ასე ლაპარაკი არ შეიძლება. 

"განსხვავებული ნამდვილად იქნება, რადგან ჩვენი ახალი მეტოქეა განსხვავებული, განსხვავებული მახასიათებლებით. სხვა მეტოქე არ ნიშნავს მარტივს.

"ის ფაქტი, რომ ორი დაპირისპირებული გუნდი ოცნებობს ევროპალიგაზე გასვლას, ამ შეხვედრას ძალიან ღირებულს ხდის, მაგრამ ასევე - რთულს. უბრალოდ, არ შეიძლება ელოდო, რომ ეს დუელი ადვილი იქნება და რაღაც, კლუბის ისტორიაში მნიშვნელოვანი ფაქტი იოლად მოხდება. ჩვენ რთულ ორ მატჩს ველით", - თქვა ადრიანმა.

FACEBOOK კომენტარები