"FIFA-ს გადაწყვეტილებით შოკირებული ვართ" - რას ამბობენ ბელგიაში "FIFA-ს გადაწყვეტილებით შოკირებული ვართ" - რას ამბობენ ბელგიაში » Footballnews "FIFA-ს გადაწყვეტილებით შოკირებული ვართ" - რას ამბობენ ბელგიაში
გათიშვა

"FIFA-ს გადაწყვეტილებით შოკირებული ვართ" - რას ამბობენ ბელგიაში

"FIFA-ს გადაწყვეტილებით შოკირებული ვართ" - რას ამბობენ ბელგიაში
1 საათის და 45 წუთის წინ
ნიკა მშვილდაძე

ბელგიის სამეფო საფეხბურთო ასოციაცია (RBFA) აშშ-ის ნაკრების ფორვარდის, ფოლარინ ბალოგუნის დისკვალიფიკაციის შეჩერების შესახებ ფიფა-ს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

„ბელგიის სამეფო საფეხბურთო ასოციაცია (RBFA) შოკირებულია ფიფა-ს გადაწყვეტილებით, დაუშვას აშშ-ის ნაკრების დისკვალიფიცირებული ფეხბურთელი, ფოლარინ ბალოგუნი აშშ-ბელგიის მატჩში სათამაშოდ. 

ფიფა თავის გადაწყვეტილებაში ეყრდნობა (ფიფა-ს სადისციპლინო კოდექსის 27-ე მუხლს). ამ დებულების თანახმად, ფიფა-ს სადისციპლინო კომიტეტს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ადრე დაკისრებული სადისციპლინო სანქციის აღსრულების შეჩერების შესახებ. 

თუმცა, იმავე სადისციპლინო კოდექსის 66.4 მუხლი პირდაპირ ითვალისწინებს, რომ წითელი ბარათი (გაძევება) ავტომატურად იწვევს დისკვალიფიკაციას გუნდის მომდევნო მატჩში. ზუსტად ასე გამოიყენებოდა წესი ამ მსოფლიო ჩემპიონატზე გაძევების ყველა წინა შემთხვევაში. 

უფრო მეტიც, ზემოაღნიშნულის მიუხედავად, ეს გადაწყვეტილება პირდაპირ ეწინააღმდეგება მსოფლიო ჩემპიონატის რეგლამენტის დებულებებს, კერძოდ 10.5 მუხლს: 

„თუ მოთამაშე ან გუნდის ოფიციალური პირი გაძევებულია მოედნიდან პირდაპირი წითელი ბარათის ან მეორე ყვითელი ბარათის შედეგად, რაც ავტომატურად იწვევს გაძევებას, ისინი ავტომატურად ტოვებენ თავიანთი გუნდის მომდევნო მატჩს. გარდა ამისა, მათ მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნას დამატებითი სადისციპლინო სანქციები“. - წერს ბელგიის სამეფო საფეხბურთო ასოციაცია.

FACEBOOK კომენტარები