იურგენ კლოპს ამოასხა - ლეგენდარულმა გერმანელმა ტრამპს და ინფანტინოს შეუტია იურგენ კლოპს ამოასხა - ლეგენდარულმა გერმანელმა ტრამპს და ინფანტინოს შეუტია » Footballnews იურგენ კლოპს ამოასხა - ლეგენდარულმა გერმანელმა ტრამპს და ინფანტინოს შეუტია
გათიშვა

იურგენ კლოპს ამოასხა - ლეგენდარულმა გერმანელმა ტრამპს და ინფანტინოს შეუტია

იურგენ კლოპს ამოასხა - ლეგენდარულმა გერმანელმა ტრამპს და ინფანტინოს შეუტია
1 საათის და 51 წუთის წინ
ნიკა მშვილდაძე

იურგენ კლოპი მსოფლიო ჩემპიონატზე განვითარებულ სადავო მოვლენებს გამოეხმაურა და მკაცრად გააკრიტიკა ჯანი ინფანტინო და დონალდ ტრამპი.

MagentaTV-სთან საუბარში გერმანელმა სპეციალისტმა განაცხადა:

„ამ ორ ადამიანს ფეხბურთის შესახებ არაფერი იცის და ამ საქმეში საერთოდ არ უნდა ერეოდნენ.

ეს წითელი ბარათი იყო. აქ განსახილველი არაფერია. ბალოგუნის გამო ვწუხვარ, რადგან ეს განზრახ არ გაუკეთებია, მაგრამ წესები ასეთია. აშშ-ის ნაკრებს ჯერ კიდევ აქვს შესაძლებლობა, სპორტული პრინციპები დაიცვას და ის ბელგიასთან არ ათამაშოს.

თუ თეთრი სახლი მართლაც ჩაერია ამ საქმეში, ეს აბსურდია. ფეხბურთი ჩვენია და არა მათი. წარმოუდგენელია, რომ მთელი სისტემა კითხვის ნიშნის ქვეშ დგებოდეს.“

კლოპის ეს კომენტარი მას შემდეგ გავრცელდა, რაც ფლორიან ბალოგუნს FIFA-ს სადისციპლინო კომიტეტმა დისკვალიფიკაცია პირობით შეუჩერა, რის შედეგადაც თავდამსხმელს ბელგიასთან მატჩში მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცა.


FACEBOOK კომენტარები